ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
ყაზბეგში, გერგეტის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული მოქალაქე, რომელიც მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, IDFI -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვანო იმნაიშვილია.
ვანო იმნაიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„მწუხარებას გამოთქვამს, მთამსვლელ ვანო იმნაიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ვანო იმნაიშვილი იყო გამოცდილი მთამსვლელი, სამთო გიდი და ინსტრუქტორი. მას დაპყრობილი ჰქონდა კავკასიონის უმაღლესი კატეგორიისა და სირთულის მწვერვალები, მათ შორის - უშბა და აილამა. საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებლი ფედერაციის შექმნიდან (2014 წ.) 2023 წლამდე იგი იყო ფედერაციის მმართველი ორგანოს წევრი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვანო იმნაიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.