„ძალიან ძვირფასი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ...“ - IDFI -ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვანო იმნაიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა

ვანო იმნაიშვილი

ყაზბეგში, გერგეტის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული მოქალაქე, რომელიც მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, IDFI -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვანო იმნაიშვილია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, IDFI -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ჩვენი კოლეგისა და მეგობრის ბატონი ვანო იმნაიშვილის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია IDFI -ის სამძიმრის ტექსტში. 

„ძალიან ძვირფასი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ. ვანოზე იმდენი პოზიტიურის დაწერა შეიძლება, იმიტომ რომ ასეთი კეთილი და კარგი ადამიანის ნახვა დღეს იშვიათია. ძალიან გვატკინე და დაგვწყვიტე გული ვანიჩკა შენი წასვლით", - წერს IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი სოციალურ ქსელში. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „კონცერტის დღეს შემთხვევით გავიგე, რომ დედა გარდაიცვალა... სცენაზე პუბლიკას გავუღიმე...“ – თამარ ივერი

როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს