1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
,,ნაცებმა რაღაც ახალი ჟანრი გამოიგონეს, წერენ ცრუ ტექსტებს და ისე დებენ, რომ თითქოსდა მაგალითად, დათო მაღრაძის დაწერილია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი დაჩი ცაგურია წერს.
„მე ცხადია არც კი გავაზიარებ ამ სამარცხვინო ნაჯღაბნს და არ შევუწყობ ხელს სიცრუის გავრცელებას. ამ გულის ამრევი უბადრუკი მცდელობით ცხადია, ფიქრობენ, რომ შეურაცხყოფას მიაყენებენ დათო მაღრაძეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ ნაცების სახე გამოჩნდება კიდევ ერთხელ! აქამდე ხომ მერეოდა გული თქვენზე, ახლა ორმაგათ და ათმაგათ მერევა გული თქვენზე თქვე საცოდავებო! ეს არის ხალხის შეურაცხყოფა, რომ გინდა მოატყუო და სიცრუით შეურაცხყო ადამიანი. არ მიკვირს ცხადია ამ მაიმუნებისგან ეს საქციელი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გული მერევა თქვენზე,“ - წერს დაჩი ცაგურია.