გორში, არხში კაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში, ტირიფონის არხში 40 წლამდე ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც მეჯვრისხევის წარმომადგენელი ასმათ ტალახაძე ამბობს, თანასოფლელებმა ცხედარი მაშინ დაინახეს, როდესაც არხის წყალს მიჰქონდა.

„არავის დაუნახავს საიდან გადავარდა, როგორ გადავარდა. ძალიან ბევრი ვერსიებია. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა ნასვამი იყო. ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. ოჯახში მისვლასაც ვაპირებ. მანდ არის გადასასვლელი ბოგირი. რამდენიმე მოთხოვნა მაქვს გაგზავნილი, რომ ამ ხიდისმაგვარ ბოგირზე დამცავი ბარიერები გაკეთდეს. იმიტომ, რომ წყალი უკვე დიდი მოდის და სულ მეშინია არავინ გადავარდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არავინ იცის, ზუსტად სად ჩავარდა ეს ბიჭი'', - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი.

წყარო: qartli