ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს 12:00 საათიდან განახლდება - სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაშიც კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება და მოსამართლეების კითხვებს კვლავ პარტია "ძლიერი საქართველო - ლელოს" წარმომადგენლები უპასუხებენ.
როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ წარადგინა არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა.
"საპასუხო რეაქცია ჩვენს სარჩელზე არის სიყალბეზე და არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული. ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებზე საუბრობენ. აბსოლუტურად არგუმენტაცია იმისა, რომ გაამართლონ ის საქციელი, რაც მათ ჩაიდინეს ამ პერიოდის განმავლობაში, რის გამოც ჩვენ ვედავებით, ვამბობთ და ვამტკიცებთ, რომ არაკონსტიტუციურად იქცეოდნენ და შესაბამისად, ასე უნდა შეაფასოს ეს სასამართლომ, ამის გასაბათილებლად რეალურად არაფერი არა აქვთ", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.