სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს

ალენ სიმონიანი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„ძვირფასო მეგობრებო, ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანის ოჯახსა და მეგობრებს, ვინც გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიის ჩამოვარდნისას დაიღუპა. ვიზიარებთ ჩვენი ქართველი მეგობრებისა და ძმების ტკივილს“, - წერს სიმონიანი.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.