პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარაპლანის პილოტი, რომელიც გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილია, ამ დრომდე მკურნალობას თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. მოტეხილობები, ნაფლეთი ჭრილობები და ტვინის შერყევა - დაზიანებები მრავლობითია, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მდგომარეობის გათვალისწინებით, მას ჯერჯერობით გამოძიებითვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, პარაპლანის ჩამოვარდნის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც შემდეგ უკვე სამაშველო ვერტმფრენის ჩართულობით, საბედისწერო ოპერაციის დაგეგმვა მოჰყვა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია.
"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში, შემოყვანის დროს გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა და გრძელდება სიმპტომური თერაპია. ამ ეტაპზე, მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, სასიცოცხლო ფუნქციები, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, ალბათ რამდენიმე დღე დაყოვნდება კლინიკაში და შემდეგ გაეწერება",- განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი. მასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც.