„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
სოფია კოპოლას შვილი და ფრენსის ფორდ კოპოლას შვილიშვილი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და ინტერნეტის ყურადღების ცენტრშია. რემი კოპოლა ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელებული ვიდეოთი ინტერნეტის ვარსკვლავად იქცა, რითაც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კიდევ ერთი კოპოლა გაიცნო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
16 წლის რემი კოპოლა ტიკტოკის ვიდეოში ჰყვება, რომ მამის საკრედიტო ბარათით ვერტმფრენის დაქირავება სცადა, რათა მეგობრებთან გაფრენილიყო, თუმცა ამას მიუხვდნენ და დასაჯეს. მისივე თქმით, ტიკტოკზე გამოჩენით მშობლებს შეეწინააღმდეგა, რადგან ოჯახს არ სურს, რომელიმე სოციალურ მედიაში დარეგისტრირებული იყოს.
this tiktok of sofia coppola’s daughter… this means so much to me pic.twitter.com/6AQtWNhAgG
— savannah bradley ~* (@savbrads) March 21, 2023
„მათ არ უნდათ, რომ „ნეპოტიზმის შვილი" გავხდე, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ტიკტოკი ცნობილს ვერ გამხდის", — ამბობს რემი ვიდეოში.
ამ მოლოდინის მიუხედავად, რემი შეცდა და მისი ტიკტოკი წაშლამდე ათმა მილიონმა ადამიანმა ნახა. რემიმ მალევე ვიდეოც წაშალა და ტიკტოკიც გააუქმა, თუმცა მისი ვიდეო ისევ ვირუსულად ვრცელდება.
რემი კოპოლამ ინტერნეტის მომხმარებლების გულის მოგება მარტივად მოახერხა.
„ეს ვიდეო შესანიშნავი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. კოპოლას რეჟისორების მესამე თაობაც გვყოლია", — წერს ტიკტოკის მომხმარებელი.