ვოლოდიმირს ზელენსკი: უკრაინა და შეერთებული შტატები „მეგა შეთანხმებას“ განიხილავენ, რომლითაც ვაშინგტონი უკრაინულ დრონებს, ხოლო კიევი ამერიკულ შეიარაღებას შეიძენს

ზელენსკი

უკრაინა და შეერთებული შტატები „მეგა შეთანხმებას“ განიხილავენ, რომლითაც ვაშინგტონი უკრაინულ დრონებს, ხოლო კიევი ამერიკულ შეიარაღებას შეიძენ, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ნიუ-იორკ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას და ტრამპს შორის ბოლო საუბარი, სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხებოდა და რომელიც ორივე საჰაერო ტექნოლოგიებს გააძლიერებს.

ზელენსკის თქმით, ანალოგიური მოლაპარაკება, დანიასთან, ნორვეგიასთან და გერმანიასთანაც მიმდინარეობს.

„ამერიკელ ხალხს სჭირდება ეს ტექნოლოგი და ის მათ არსენალში უნდა ჰქონდეთ. ვფიქრობ, ეს მართლაც მეგა შეთანხმებაა, როგორც ამბობენ, ყველასთვის მომგებიანია. მზად ვიქნებით ეს გამოცდილება ამერიკასა და სხვა ევროპელ პარტნიორებს გავუზიაროთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.