სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი აშენდა

სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი აშენდა

სამგორის რაიონში, სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი აშენდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

კომპლექსის პირველ სართულზე მოეწყო 700 კვ.მ ჭიდაობის დარბაზი 200 ერთეული ტრიბუნით, გასახდელებითა და სველი წერტილებით. ამავე სართულზე განთავსებულია ექიმის, მსაჯების, უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციის ოთახები.

კომპლექსის მეორე სართული დაეთმო ფიტნეს დარბაზს სველი წერტილებითა და გასახდელებით. დარბაზში შესაძლებელია განთავსდეს, როგორც ჭიდაობის ლეიბი, ისე ძიუდოს ტატამი. შენობას აქვს საპარკინგე სივრცეც.

პროექტი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოების ღირებულებამ 5.8 მილიონი ლარი შეადგინა.