„სხვანაირი კარგი იყავი, მამაო... სხვანაირადაც ეტკინე ყველას“ - მრევლი გარდაცვლილ მოძღვარს ემშვიდობება

მამა კონსტანტინე

გარდაიცვალა (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.

მოძღვარს მრევლი ემოციური სიტყვებით ემშვიდობება:

„რა ვქნა, მე ასეთი მინდა მახსოვდე, მამაო, ჩვენთვის ყველაზე რთულ დროს, პირველი ნაბიჯების გადადგმისას დაგვიდექით გვერდით, როგორ გვამხნევებდით, როგორ გვაიმედებდით...

დღეს უამრავი პოსტი მხვდება - ყველა ერთსა და იმავეს ამბობს: ჩემი უახლოესი ადამიანი იყო და იმედიო. ასე მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლიათ.

მამა კონსტანტინე გიორგაძე ექიმი იყო საერო პროფესიით და ჩემთვის განსაკუთრებულად ახლობელი ამის გამოც. ძალიან უხაროდა, საბავშვო კარიბჭის გამოცემა რომ დავიწყეთ და ძველქართული დამწერლობით დედა ენას რომ ვბეჭდავდით.

ბოროტისგან დაგებული ყველა ხაფანგი ღირსეულად დაითმინა და ტკივილები გულში უხმოდ ატარა.

სხვანაირი კარგი იყავი, მამაო... სხვანაირადაც ეტკინე ყველას“.