როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები - ინფორმაცია მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის
1772042024
წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც იმ სამ მედიკამენტს ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს და ხშირად თავისუფლად იყიდება აფთიაქებში.
ჯიბლაძის განმარტებით, პირველ რიგში საუბარია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის სამკურნალო პრეპარატებზე — რიტალინსა და ადერალზე. მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტები საქართველოში იშვიათად ინიშნება, თუმცა მათი მოქმედება ორგანიზმზე სერიოზულ დაკვირვებას საჭიროებს. „ისინი ქრონიკულად ზრდიან ნორეპინეფრინის დონეს, აჩქარებენ გულისცემას და ზრდიან არტერიულ წნევას. ეს არის გაფრთხილება ყველა ბავშვის, მშობლისა და ექიმისთვის“, — აცხადებს სანდრო ჯიბლაძე.
მეორე ჯგუფად ექსპერტი ანტიბიოტიკებს ასახელებს, კერძოდ — ციპროფლოქსაცინსა და ლევოფლოქსაცინს. მისი თქმით, ეს პრეპარატები დაკავშირებულია აორტის გაფართოების (ანევრიზმის) მომატებულ რისკთან. „თუ გაქვთ გულის პრობლემები და გჭირდებათ ანტიბიოტიკოთერაპია, პრეპარატი აუცილებლად უნდა შეარჩიოთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე“, — აღნიშნავს იგი.
საფრთხილოდ დასახელებულ მესამე ჯგუფში შედის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის — ცელებრექსი და მელოქსიკამი. ჯიბლაძის თქმით, აღნიშნულმა მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდოს არტერიული წნევა, გამოიწვიოს სითხის შეკავება ორგანიზმში და გაზარდოს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.
სანდრო ჯიბლაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე აუცილებლად გაიარონ კონსულტაცია ექიმთან და თვითმკურნალობას მოერიდონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქრონიკულ დაავადებებს ან ხანგრძლივ თერაპიას ეხება.