26 თებერვალს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1772048186
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, გალის ქ. N16-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას 22:00 დან 26 თებერვლის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გალის, პეტრე უმიკაშვილის, რეზო ჩხეიძის, ლარსის და კეკელიძის N 36-54 (ლუწებს) ქუჩებს.
ასევე, 26 თებერვალს, ბაგების სატუმბო სადგურში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
დილის 10:00 დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კაკლების დასახლებას, მიხეილ ქორგიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას თავისი შესახვევებით, თბილისის, მშვიდობისა, უჩანეიშვილის ქუჩებს , ჭავჭავაძის გამზირის N82, N83 , N84 ნომრებს.