1774992683
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია. პატრიარქის საფლავთან მისული ადამიანები პატივს მიაგებენ მის ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ უწმინდესის მიმართ.
ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომელიც 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მრევლს სიონში მისვლა ყოველდღე, დილის 08:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე შეუძლია.










