1791274912
სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივნისს ღამის საათებში კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).










