მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.

აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა.

ყურადღება ასევე გამახვილდა საინვესტიციო და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე. 

✕