1791274912
იემენის სამთავრობო ძალებმა, საუდის არაბეთის მხარდაჭერით, ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს
იემენის სამთავრობო ძალებმა, საუდის არაბეთის მხარდაჭერით, ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. მიზანი დედაქალაქ სანაზე და წითელი ზღვის სანაპირო ზოლზე კონტროლის აღდგენაა.
ოპერაციის ფარგლებში, კოალიციამ 1000-ზე მეტი საავიაციო დარტყმა უკვე განახორციელა. საპასუხოდ, რადიკალურმა დაჯგუფებამ საუდის არაბეთის სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყა. სამიზნე ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტი და ნავთობ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა გახდა.
მიმდინარე სამხედრო ესკალაციის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება - ბარელის ღირებულება 100-დოლარიან ნიშნულს აღწევს.










