ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ეკა გულიაშვილის გარდაცვალების გამო.
„ეკა 2007 წლიდან მერიაში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა გამგეობის აპარატს, იყო მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს. ის იყო გამორჩეულად შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობით და საქმისადმი ერთგულებით აღსავსე ადამიანი. მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი დიდხანს გაჰყვება მის თანამშრომლებს, მის საყვარელ ქალაქ სიღნაღს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პანაშვიდი 29 და 30 მაისს, 17:00 საათზე. დაკრძალვა, ანაგის ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან 31 მაისს, 13:00 საათზე.