გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
პოლონური მედიაზე დაყრდნობით, 26 წლის როზეტა ყალიჩავა 24 მაისს, სამშაბათს, საღამოს ათი საათისთვის ქმარმა სასიკვდილოდ დაჭრა.
პოლიცია ნომერში მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ქალის სახლიდან ყვირილის ხმა გაიგეს და მალევე კვამლი შენიშნეს.
პოლონური მედია წერს, რომ ცეცხლმოკიდებული ბინიდან 26 წლის ქალი და 42 წლის კაცი გამოიყვანეს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდათ სხეულზე.
ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. კაცის მდგომარეობა მძიმეა და ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. მისი დაკითხვა პოლიციის მიერ ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ლოძის რაიონული პროკურატურის პრეს-სპიკერმა 25 მაისს, პოლონურ მედიას უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
„წინასწარი მონაცემებით, მოხდა აალებადი ნივთიერების გაჟონვა, რასაც ბინაში ხანძარი მოჰყვა. 26 წლის ქალს, რომელიც ამ მისამართზე ცხოვრობდა, ყელის არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობები. სამწუხაროდ, ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მისი 42 წლის პარტნიორი კლინიკაში რჩება. მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით არ გვაქვს საშუალება, რომ ის დავკითხოთ“.
პროკურატურის პრეს-სპიკერის განცხადებითვე, გრძელდება მოწმეების გამოკითხვა, რომლებმაც ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე, 42 წლის კაცი დანით ხელში დაინახეს.
ქალის ძმას, გოგა ყალიჩავას პოლონეთში დავუკავშირდით.
მისი თქმით, სანამ ექსპერტიზა არ დასრულდება არაფერს ეუბნებიან ცხედრის ჩამოსვენებაზე. ხოლო რაც შეეხება ქალის სამ შვილს, ბავშვები საავადმყოფოში ჰყავთ, გამოკვლევებს უტარებენ და ისინი შემთხვევის ადგილას არ ყოფილან.
„პოლიციამ მაშინათვე გადაიყვანა სამივე ბავშვი",-გვითხრა მან.
შეგახსენებთ, 26 წლის როზეტა ყალიჩავა, სავარაუდოდ, ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
მას სამი მცირეწლოვანი - ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილები დარჩა.
მკვლელობა 24 მაისს, საღამოს 10 საათისთვის, პოლონეთის ქალაქ ლოძში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ამ ბინაში როზეტა ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა. იგი პოლონეთში შვილებთან ერთად ძმამ წაიყვანა.
ავტორი: თეა შონია