პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გურჯაანის ახლად რეაბილიტირებულ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი დაჭრეს.
კულტურისა და დასვენების პარკში, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მიერ, დაზიანებულია ატრაქციონებიც.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი, გუშინ 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იყო გამოფენილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ვარაუდობენ, რომ დაზიანებები ღამით მოხდა, რადგან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გვიან საღამომდე გრძელდებოდა.
„ძალიან სამწუხაროა ფაქტია, პარკი ერთი თვე იქნება, რაც გაიხსნა, ყველაფერი მოწესრიგებული იყო. დამოუკიდებლობის აქტთან ასე მოქცევა ხომ ნამდვილი ვანდალიზმია. პოლიციაა ჩართული და გაირკვევა ყველაფერი“,- განმარტეს მერიაში.
„პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, პოლიციამ ფაქტის შესახებ მოკვლევა, დილითვე, 112- ში შესული სატელეფონო ზარის შემდეგ დაიწყო.
გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკმა 3.8 მილიონი ლარით დააფინანსა.
პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი- ამფითეატრი და აშენდა სპორტული მოედანი.
პარკში ასევე განახლდა მწვანე საფარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. პარკი სხვადასხვა ტიპის ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნულების სივრცეებად არის დაყოფილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი