„შვილებს აუხსენით, არასდროს არავის მისცენ უფლება, უთხრან, რომ რაიმეს გაკეთება არ შეუძლიათ…“ – ფსიქოლოგი

 ბავშვები

„თქვენს შვილებს პატარაობიდანვე ჩაუნერგეთ, არასდროს არავის მისცენ უფლება უთხრან, რომ რაიმეს გაკეთება არ შეუძლიათ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, გიორგი ჩოგოვაძე წერს.

„თქვენს შვილებს პატარაობიდანვე ჩაუნერგეთ, არასდროს არავის მისცენ უფლება უთხრან, რომ რაიმეს გაკეთება არ შეუძლიათ

ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია საკუთარ შესაძლებლობებზე რწმენის ჩამოყალიბება. ადრეული ასაკიდანვე ბავშვი მუდმივად იღებს შეტყობინებებს გარემოდან — რა შემიძლია და რას ვერ შევძლებ.

სწორედ ამ შეტყობინებების საფუძველზე ყალიბდება მისი თვითშეფასება, მოტივაცია და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება.

შესაძლებლობები ვითარდება შრომით, სწავლითა და გამოცდილებით, სხვისი სიტყვები საერთოდ არ არის საბოლოო განაჩენი.

დასასრულს, ბავშვისთვის ყველაზე ძლიერი საჩუქარი არ არის მხოლოდ ახალი ტელეფონი ან ძვირიანი სამოსი, არამედ ბავშვმა არავის უნდა მისცეს უფლება დაუწესონ საზღვრები.

ეს უნარი მომავალში გადაიქცევა ფსიქოლოგიურ მდგრადობად, დამოუკიდებლობად და პასუხისმგებლობით მიღებულ თავისუფლებად“,- წერს ფსიქოლოგი.