1770743848
„რასაც გადავხედეთ ჩხუბის ვიდეოში, ჩემი ბავშვი მანდ არ არის…“ – მოკლული გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული, ალექსანდრე გაბაშვილის მამა
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულის, ალექსანდრე გაბაშვილის მამა, ალექსანდრე გაბაშვილი ამბობს, რომ საქმის მასალებს გაეცნო.
ბრალდებულის მამის თქმით, ჩხუბის ვიდეოში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა მისი შვილი არ ფიგურირებს:
„რასაც გადავხედეთ ჩხუბის ვიდეოში, ჩემი ბავშვი მანდ არ არის… კი ბრალი წარუდგინეს… პროცესი იწყება თავიდან და აღმკვეთი ღონისძიების გადასაწყვეტად იქნება პროცესი მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ციხეში არის… არცერთი დაზარალებული არ უნახავს ჯერ ადვოკატს, როგორც ჩანს არც არიან, 100 პროცენტით თუ არა 95 პროცენტით გეუბნებით, რომ ამ მასალებით, რაც მოგვცეს ჯერ არ შეგვხვედრია…“ – ამბობს ალექსანდრე გაბაშვილის მამა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან.










