ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

prokuratura

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით ორ დაზარალებულს ჩაქუჩით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი (ძალადობა) და 19,109-ე მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.