1770756107
საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა
ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლომ დღეს იმსჯელა ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე. პროცესზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები. კანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მკვლკელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
"საქმის განხილვა გაგრძელდა ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევით. მოცემულ შემთხვევაში მათ დაადასტურეს მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებები რა ჰქონდათ ჩატარებული, ექსპერტმა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნა, რაც მას გაცემული ჰქონდა და ეს ეხებოდა ბალისტიკურ ექსპერტიზას, რამდენიმე ადამიანი იყო. ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც გამოიკვლევს ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე არის დაკავშირებული, ხოლო რაც შეეხება მათ ურთიერთშეფასებას, დამაჯერებლობას და ა.შ. ამას უკვე დაცვის სიტყვაში ბრალდების მხარე წარსდგება სასამართლო სიტყვაში", - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.









