დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა. ტერორისტის მიერ მოკლული 77 ადამიანიდან, ერთ-ერთი ქუთაისელი, 23 წლის თამთა ლიპარტელიანი იყო.
თამთა მშობლების ერთადერთი შვილი გახლდათ. ამ ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ თამთას მშობლებმა 10 წლის გოგონა, ნინი იშვილეს.
ნინი უკვე დიდი გოგოა, ასე იხსენებს დას, რომელიც 11 წლის წინ ტერორისტის ტყვიამ იმსხვერპლა.
„მე-11 წელი, იგივე ემოციებით და განცდით. უსასრულოდ გაგრძელებული მწუხარება... ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის…“, - წერს ნინი ლიპარტელიანი.