შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

პოლონეთი ვიზიტი

შრომის ინპსექციის წარმომადგენლები პოლონეთის შრომის ეროვნულ ინსპექციას ეწვივნენ. ქალაქ ვროცლავში, შრომის ეროვნული ინსპექციის პროფესორ იან როსნერის სახელობის სასწავლო ცენტრში. გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა.

საქართველოს შრომის ინსპექციის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ პოლონეთის შრომის მთავარი ინსპექტორს, კატარჟინა ლაჟევსკა-ჰრიცკო და შრომის მთავარი ინსპექტორის მოადგილეს, იოროსლავ ლეშნიევსკისთან.

სასწავლო ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს წარმომადგენლებისთვის ეფექტური ინსპექტირების მართვის, დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

სასწავლო ვიზიტი ორგანიზებულია #ევროპისსაბჭო - ს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.