პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შრომის ინსპექციის სამსახურმა, 2021-2022 წლებში 127 კოვიდ კლინიკა შეამოწმა, საიდანაც 90 დაწესებულებაში დადგინდა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი დანამატი არ გაუციათ.
33 ობიექტზე დამატებითი ანაზღაურების/დანამატის და მისგან გამომდინარე შრომითი ურთიერთობების კუთხით დარღვევა არ გამოვლენილა, ხოლო 4 მათგანთან მიმართებაში საქმისწარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ ისინი აღარ ფუნქციონირებენ კოვიდ კლინიკის სტატუსით.
„ამასთან, განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 86 კლინიკასთან მიმართებით, რომელთაგან სამსახურის მიერ გაცემული მითითებები სრულად იქნა აღმოფხვრილი 28 კლინიკის მიერ, რომლის შედეგად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე განმეორებითი ინსპექტირება სამსახურმა განახორციელა 51 კლინიკაზე, რომელთაგან 20 კლინიკის მიერ სრულად იქნა შესრულებული გაცემული მითითებები,“ - აღნიშნავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.