1744002807
„შევამოწმეთ კომპანია „მილაც“, რომელიც სკოლისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია “ – რას ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი აცხადებს, რომ შემოწმდა კომპანია „მილაც“, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგაბაღების მიმწოდებელია, თუმცა, დარღვევა არ გამოვლინდა. მისივე თქმით, გასულ წელს კომპანია „სოფლის ნობათში“ 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა.
სულ მცირე 4-ჯერ ამოწმებს. შედეგად, გასულ წელს სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო. რაც შეეხება „სოფლის ნობათს“, გასულ წელს კომპანიაში 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა, რაც მოიცავს როგორც ინსპექტირებას, დოკუმენტურ შემოწმებასა და ნიმუშების აღებას, ასევე ჰასპის (HACCP) აუდიტს“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სეს-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სააგენტოს თანამშრომლები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შევიდნენ „სოფლის ნობათის“ შესამოწმებლად. მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად მცირე პარტიაში აღმოჩნდა კანონით დასაშვები ზღვრული ოდენობის გადამეტება (0.1-იდან 0,32 მკგ/ლ-მდე).
„კომპანია თანამშრომლობს სააგენტოსთან. ბაზრიდან მყისიერად დაიწყო პროდუქციის გამოთხოვა. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურსა და რეგიონულ სამსახურებს დავავალეთ სავაჭრო ქსელების კიდევ ერთხელ შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ პარტიის სურსათი დახლებიდან მოხსნილია და გაყიდვაში არ არის“, – განაცხადა ჩეკურაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს არცერთ დასახლებულ პუნქტში აღნიშნული პროდუქცია აღარ იყიდება
ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. „აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა.