დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„შესაძლოა, შენობა ყოველ წამს ჩამოინგრეს და ბათუმის ტრაგედია განმეორდეს“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გორის კომბინატის დასახლებაში, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებმა სოფო ქვრივიშვილმა განუცხადა.
როგორც ის ამბობს, შენობა, სადაც ამჟამად 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, ავარიულია და ყოველ წამს შეიძლება ჩამოინგრეს.
ქვრივიშვილის თქმით, მან გორის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა, ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა.
„ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა, სადამ ამჟამად 80-მდე ოჯახი ვცხოვრობთ, გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. შენობა იმდენად დაზიანებულია, რომ უკვე გაუსაძლისია ცხოვრება. საძირკველი ნახევარი მეტრით მიწაშია ჩასული. დაზიანებულია კედლები. სართულებს შორის გადებული ცემენტის ფილები, ერთმანეთს რამდენიმე სანტიმეტრით არის დაშორებული.
შეიძლება საშინელება დატრიალდეს და ღმერთმა არ ქნას, ბათუმის ტრაგედია განმეორდება. საქმის კურსშია სახალხო დამცველიც. ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გაგვიყვანონ შენობიდან. არის ალტერნატიული ფართი, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მდებარე ყოფილი პოლიციის შენობა, რომელიც მყარია და უსაფრთხოა.“ - ამბობს სოფო ქვრივიშვილი.
48 წლის ქალი ძალადობის მსხვერპლია. ამბობს, რომ ორივე ოჯახი სწორედ ამ მიზეზით დაანგრია. ახლა 10 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს და გადარჩენისთვის იბრძვის.
„გორში დაბადებული და გაზრდილი ვარ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არც მშობლები და დედმამიშვილი ჰყავს და არც ახლო ნათესავები. ერთადერთი ბინა, რომელიც გამაჩნდა, ჩემი მეუღლის გამო გავყიდე, ციხიდან რომ დამეხსნა. პირველი და მეორე მეუღლე, ჩემზე ფიზიკურად ძალადობდნენ, ამის გამო დავანგრიე ოჯახი... საბოლოოდ კი, ჭერის გარეშე დავრჩი.
წასასვლელი, რომ არსად მქონდა ამ შენობაში მოვედი. 40 კვადრატამდე ზომის ოთახში შევედი, რომელიც წვალებით გადავტიხრე და ორ ოთახად ვაქციე. აქ რომ შემოვდიოდი, მერია გაფრთხილებული მყავდა და საქმის კურსში იყო. ამ შენობაში გადმოსვლამდე თავშესაფარს ვითხოვდი, დროებით რომ მეცხოვრა, მაგრამ საშველი რომ ვერ დამაყენეს, ავდექი და აქ შემოვედი. ყველამ კარგად იცის ჩემი მდგომარეობა...
უკვე 6 წელია რაც აქ ვცხოვრობ. მუნიციპალიტეტთან დადებული მაქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კანონიერად, დროებით ვცხოვრობ აღნიშნულ ფართში.
ამდენ ნერვიულობაზე დიაბეტი დამემართა. ჩემი შემოსავალი სოციალური დახმარება 220 ლარია. დასაქმების პროგრამაში ჩამსვეს და გორის კეთილმოწყობის სამსახურში დამასაქმეს. ხელფასი 300 ლარი დამენიშნა. მე და ჩემი შვილის საერთო შემოსავალი, საერთო ჯამში 520 ლარია. ყველაფერი ისე გაძვირდა, რომ ეს თანხა თვიდან თვემდე არ მყოფნის. ძლივს გაგვაქვს თავი“, - ამბობს მარტოხელა დედა.
გორის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან და პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.
„ამ პრობლემის შესახებ ვიცით და მერია მუშაობს მათი პირობების გაუმჯობესებაზე“, - აცხადებენ მერიაში.