,,შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ..." - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ყველაზე კარგი შერიგება იქნება.

„არა თუ პოლარიზაციის შეწყვეტა, არამედ შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ყველას რომ შეგვეძლოს განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო.

ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ. ენერგოუსაფრთხოებაზე წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ - შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია. რასა [იუკნევიჩიენე] შემიცვლის ქვეყანაში სიტუაციას, თუ ვიღაც გრეგოროვა [მარკეტა] ჩემთვის ვიღაცები არიან, როდესაც საქართველოს ეხებიან“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.