დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
"არახამიამ ომში იშოვა მილიარდი, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება",- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის, დავით არახამიას შესახებ განაცხადა.
"ინსტრუქცია შემოვიდა ევროპიდან, უფრო ზუსტად ევროკავშირიდან. რაც გაიზარდა და კომუნისტური ბლოკის ქვეყნები შეუერთდნენ, ვხედავთ საქართველოს მიმართ, როგორი დამოკიდებულებაა. ის დეპუტატების რომლებიც წარმოადგენენ კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს, ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან. მათ მყარი ფესვები ჩარჩათ საბჭოთა კავშირში და ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე და დავუმტკიცებ, კიდევაც. ჩვენს პროგრამაზე შეგვიძლია კიბერუსაფრთხოების საუკეთესო სპეციალისტები გავზარდოთ, მაგრამ თურმე მთავარია, 12 პუნქტი შესრულდეს. როგორ უნდა შესრულდეს, არ გვჯერა, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენო და რამდენიმე საპარლამენტო პარტია გაიქცა ცალკე. ვინც დარჩა მოლაპარაკებაზე, მე მიხარია, სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვთ და უნდა იყვნენ პარლამენტში.
როცა ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, რომ პარლამენტში გადავწყვიტოთ ყველაფერი, ქუჩაში უნდათ რომ გადაწყვიტონ, ან ოფისებში. იმ ოფისებშიც, ხომ ვხედავთ რა ხდება? ეს არასამთავრობოები, იქ რომ დადიან და ხედავენ რა ხდება, იმათ ცალკე ყოფნა უნდათ. იმასაც ხომ ხედავენ, დღეს საქართველოში, ვერ აურევს ვერავინ. ეკლესია არ მივცემთ უფლებას და ქართველი ხალხი, არ მისცემს უფლებას. როცა პირველი პუნქტი ასე ირღვევა, სძინავთ ევროპარლამენტარებს? რა მიკეთებენ? რატომ არ გამოდიან და არ მოუწოდებენ შეწყვიტონ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ჩვენი პოლიტიკოსებიც, ვითომ რაღაცას წარმოადგენენ. ხომ ნახეთ, აღარ შერჩათ ავტორიტეტი. უცბად შეგროვდება ხალხი, რაღაც კარგი უნდა, მერე დაინახავენ, ერთი და იგივე სახეებია, გარბიან. ამერიკელები, წამყვან არასამთავრობოებს ხშირად მეკითხებიან. როცა გაიგებენ, რომ არ აქვთ ეკლესიასთან ურთიერთობა, ძალიან უკვირთ.
ფილმი მახსენდება ხოლმე, ჩემი კიაო, რომ ტირის. ხომ იყავი სათავეში, რაღას ტირი, გაგეკეთებინა, როცა იყავი. ნუ უშლით ხალხს განვითარებას, ნუ უშლით ხალხს ქვეყანაში დარჩენას. ნუ ვიქნებით პოლიტიკოსები, რომლებიც ხან ევროპარლამენტის, ხან, უკრაინელების ენით გველაპარაკებიან. ახლა მილიარდერი გახდა კაცი, ყველა ლაპარაკობს არახამიაზე, ომში იშოვა მილიარდი. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა, გვარი აძლევს საშუალებას? რა გაუკეთებია, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება. ყველა თავისას მიიღებს, ახლა ომია. კიდევ კარგი მსოფლიო ასე ეხმარებათ, თორემ მაგათ ხელში სად იქნებოდნენ. ქვეყნის არევის საშუალებას არავის მივცემთ. არცერთი პარტია არ ღირს იმად, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას. თუ 12 პუნქტი მოგვთხოვეს, ჩვენ მოვითხოვოთ 10-წლიანი ვადა იმ პარტიებისთვის, ვინც არ ჯდება მაგიდასთან და შევუსრულებთ კიდევაც. არ გინდათ წესიერად ყოფნა? მერე იტყვიან, მეუფე რად ამბობს, ჩემი საქმეა და ვამბობ",- განაცხადა მეუფე იაკობმა.