,,სააკაშვილი ორი დღის წინ ვაზიარე... 13 კილოგრამი აქვს დაკლებული" - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი

"მიხეილ სააკაშვილი ორი დღის წინ ვინახულე და ვაზიარე. არ გასულა დიდი ხანი რაც ვნახე და იმის შემდეგ, კიდევ 2 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც ვფიქრობ, სავალალოა", - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

,,13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, რაც შემაშფოთებელია ნამდვილად.

თუ მისი ფიზიკური განკურნება მოხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მიერ ძალიან კარგი, თუ ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ”, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.