დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"შენ ძალიან ბევრი დედა გააბედნიერე, სამაგიეროდ შენი დედა შავებით შემოსე" - ასეთი გულისამაჩუყებელი პოსტით ეხმაურება ცნობილი ექიმის, თამარ გოდუაძის გარდაცვალების ფაქტს მეგობარი, ლერი მოსელიანი.
"დღეს ქუთაისმა დაკარგა ძალიან ჭკვიანი, განათლებული და სიცოცხლის მოყვარული ექიმი, ჩემი კურსელი, ჩემი მეგობარი თაკო გოდუაძე მენანები თაკო გარდაცვალებისთვის, შენ ძალიან ბევრი დედა გააბედნიერე, სამაგიეროდ შენი დედა შავებით შემოსე.
ყოველთვის რომ დავრეკავდი სულ მეუბნებოდი და მე დაგცინოდი, ჩვენ ხომ "მერწყულებივართ", მაგრად მენანები ჩემო თაკუნა. ნათელი შენს სულს, წარმომიდგენია შენი სამეგობრო, სანათესავო და ოჯახი რა დღეში დატოვე" - წერს ლერი მოსელიანი.
38 წლის თამარ გოდუაძე ქუთაისში გაიზარდა, ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება „ჰერა-2011-ის" თანამშრომელი იყო, სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობას ექვს კლინიკაში ეწეოდა.
თამარ გოდუაძე პროფესიით მეან-გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი გახლდათ.
თამარ გოდუაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ სწავლა პროფესიული განვითარების ინსტიტუტში განაგრძო. ის თსსუ-ს დოქტორანტი იყო.