Fox News: დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
1730875844
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თემურ ჩხეიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქვეყნისა და ქართული კულტურისთვის.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო. ბატონი თემურის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული კულტურისთვის, თუმცა, მის მიერ შექმნილი გენიალური მემკვიდრეობა სიცოცხლეს გააგრძელებს და მომავალშიც კიდევ ბევრის შთაგონების წყარო იქნება.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ჩვენს საზოგადოებას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.