რას ამბობს პრემიერი ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

premieri

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ილია გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ მოქალაქეების გვერდში დგომით იცნობდნენ. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ილია ელოშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – აღნიშნავს პრემიერი.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი პირველ ივნისს გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ: 

👉 “...მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა“ - ილია ელოშვილის უცნობი ფოტოები აფხაზეთის ომიდან

👉 „სადღაც აუცილებლად შევხვდებით, დროებით!“ - ილია ელოშვილს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან