1740223504
შემოიტანეთ მცენარე სახლში და ჩაიფიქრეთ სურვილი - რა უნდა გააკეთოთ 7 აპრილს ამას ეზოთერიკოსი გირჩევთ

„რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი 7 აპრილი და რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს.
„აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. საქართველოსთვის და მსოფლიოსთვისაც. იმიტომ, რომ ეს პერიოდი გარდამტეხია. ეს პერიოდი ცოტა რთული იქნება. მაგრამ, არ უნდა შეგვეშინდეს.
7 აპრილს თუ თქვენ დარგავთ ხეს, შემოიტანთ სახლში მცენარეს, ჩაიფიქრებთ სურვილს აუცილებლად მოხდება უკუგება და სურვილი აგირულდებათ. მაგრამ, რა არის აუცილებელი... როცა ჩვენ ყვავილს ვრგავთ, სურვილი ამ დროს უნდა ჩავიფიქროთ. 7 აპრილი ენერგეტიკულად სავსეა,“ - ამბობს ანზორ ოდიშარია.