შეიძინე ზამთრის საბურავები საუკეთესო ფასად Tegetashop.ge-ზე

შეიძინე ზამთრის საბურავები საუკეთესო ფასად Tegetashop.ge-ზე

ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, აუცილებელია, ჩვენი ავტომობილები შესაბამისად მოვამზადოთ. ზამთრის სეზონზე ყველა მძღოლისთვის დიდ მნიშვნელობას იძენს საბურავების შეცვლის საკითხი.

როდის და რატომ უნდა შევცვალოთ ზაფხულის საბურავი?

საბურავები ავტომანქანის განუყოფელი ნაწილია. მანქანის დამუხრუჭებისას, დაძვრისას თუ მოხვევისას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა სწორედ მასზე მოდის. შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოება და კომფორტული მგზავრობა საბურავების დამსახურებაა. სეზონურობის მიხედვით სამი ტიპის საბურავი არსებობს: ზამთრის, ზაფხულისა და ყველა სეზონის საბურავები. ზაფხულის საბურავები მორგებულია ცხელ, თბილ კლიმატს, განკუთვნილია მაღალტემპერატურიან, სველ ან ნესტიან გზაზე სასიარულოდ. ზამთრის საბურავები შედარებით ცივი კლიმატისთვისაა შექმნილი, როგორებიცაა: თოვლი, ყინული თუ თოვლ-ჭყაპი. როდესაც ტემპერატურა +7 გრადუსს ჩამოსცდება, რეკომენდებულია ზაფხულის საბურავის ჩანაცვლება ზამთრის საბურავით. საბურავის ჩანაცვლება უპირველესად მნიშვნელოვანია მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებისთვის.

რა უპირატესობები აქვს ზამთრის საბურავებს?

ზამთრის საბურავები გამოირჩევა იმით, რომ აქვს უკეთესი მოჭიდება თოვლიან და მოყინულ ზედაპირზე, რაც მოცურების შანსს მინიმუმამდე ამცირებს. ასეთი ტიპის საბურავს აქვს რეზინისა და კაუჩუკის უნიკალური შემცველობა, რომელიც გაყინულ ზედაპირს იდეალურად უმკლავდება. ამას გარდა, ზამთრის საბურავებს აქვს უკეთესი სამუხრუჭე შესაძლებლობა.

სად შემიძლია ხარისხიანი ზამთრის საბურავების შეძენა?

მაღალი ხარისხის საბურავების შეძენას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინმაღაზიაში შეძლებ. ონლაინშოპი დაკომპლექტებულია 60-მდე ბრენდის საბურავებით, მათ შორის აღსანიშნავია: Riken, Bridgestone, Continental, Petlas, Pirelli, Yokohama და სხვა. პლატფორმაზე 100 ლარზე ან ზევით საბურავები განვადებით შეგიძლია შეიძინო.

Bridgestone – „თეგეტა მოტორსი“ უკვე 25 წელია, რაც  საბურავების მწარმოებელ იაპონურ ბრენდთან „ბრიჯსტოუნთან“ თანამშრომლობს. ბრენდების თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1998 წლიდან იწყება. სანდოობა, საერთო ღირებულებები და სტაბილურობა- სწორედ ამ ფასეულობებმა განაპირობა ბრენდებს შორის გამორჩეული დამოკიდებულება და მჭიდრო კავშირი. ბრიჯსტოუნის საბურავები უმაღლესი სტანდარტით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. გამძლეობა და მდგრადობა, საწვავის ეკონომია, უსაფრთხო გადაადგილება და რთულ გარემოში ეფექტური მუშაობა - სწორედ ასე ხასიათდება  გამორჩეული ბრენდი „ბრიჯსტოუნი“. ზამთრისთვის, ზაფხულისთვის, სველი თუ თოვლიანი გზისთვის, სპორტული აქტივობისთვის -„ბრიჯსტოუნის“ საბურავები ნებისმიერი მომხმარებლის სურვილს აკმაყოფილებს.

Continental - გერმანული საბურავები 1871 წლიდან აქტიურადაა ბაზარზე. თუ პრემიუმ ხარისხის, გამძლე საბურავებს ეძებ, ნებისმიერი სეზონისთვის „კონტინენტალი“ სწორედ ისაა, რაც გჭირდება. ბრენდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ლოიალური მომხმარებელია, სწორედ ამიტომ მაქსიმალურად უზრუნველყოფს ხარისხის მდგრადობას.

როგორც უკვე შეიტყვე, სასურველი ზამთრის საბურავები იაფად Tegetashop.ge-ზე შეგიძლია შეარჩიო. ონლაინშოპზე ახალი საბურავები უნაღდო ანგარიშსწორებით შეგიძლია შეიძინო. იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის საბურავები ძალიან სწრაფად გჭირდება, თეგეტა უნიკალურ, ექსპრესმიწოდების სერვისს გთავაზობს, რომლის დახმარებითაც სასურველ პროდუქტს გამზადებიდან ერთ საათში მიიღებ.

ეწვიე საიტს შემდეგ მისამართზე: shop.tegetamotors.ge ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 322 26 44 44.