შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს,

რომლებმაც: განაცხადის წარდგენისას გადაიხადეს განსაზღვრულზე მეტი ოდენობის საფასური; 

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადეს საპრეტენზიო განაცხადზე;

საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.

 განაცხადები მიიღება 26 აგვისტოს 10:00 საათიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით. 

თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.