26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა! - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1787690128
მამა გაბრიელის ზეთს მორწმუნეები არაერთ სასწაულებრივ შემთხვევას უკავშირებენ.
მორწმუნეთა მონათხრობებში არაერთხელ გვხვდება ისტორიები, რომლებშიც ზეთის გამოყენებას ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა განსაცდელის დაძლევას უკავშირებენ.
„მე კვანძოვანი ჩიყვი გამიქრა მამა გაბრიელის ზეთის მოხმარების შედეგად, ექიმმა რომ გადამიღო კონტროლზე, გაოცდა. წინა ექოსკოპიის სურათი რომ არ მქონდეს, ვერ დავიჯერებდი, რომ ეს შენ ხარო“.
„ჩემს შვილს, 7 წლის იყო, ჩაეშალა ბარძაყის თავი (პერტესის დაავადება ჰქვია) სამი თვე მუდმივად იდგა ხატების წინ, მამაო ჩვენოს ამბობდა და რწმენით ისვამდა ზეთს, მადლობა უფალს და მამა გაბრიელის მადლს, გადარჩა კოჭლებას, აღუდგა თავი და დღეს გამართულად დადის“
„ყველაფერი რწმენით უნდა მიიღოთ. მე თვალის კისტა მომირჩინა“
„კვანძოვანი ჩიყვი გამიქრო“
„ჩემი დისშვილი კომაში იყო. ექიმები ერთ პროცენტსაც არ გვაძლევდნენ იმედს. ვაცხეთ მამა გაბრიელის ზეთი, თავქვეშ დავუდეთ მისი წმინდა საფლავიდან აღებული მიწა. მისთვის დილამდე ილოცა ჩემმა ძმისშვილმა, რომელიც მაშინ ბერი იყო. მეორე დილის ათ საათზე გონზე მოვიდა და წყალი ითხოვა. დიდება უფალს. დიდება მამა გაბრიელს. ბიჭი გადარჩა“ - წერენ სოციალურ ქსელში.
როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი:
ზეთის მოხმარებამდე ამბობთ ლოცვას „მამაო ჩვენო“. შემდეგ მარჯვენა ხელის ნეკა თითს ჩააწებთ ზეთში და წაისვამთ შუბლზე - ჯვრის სახით, ისე როგორც პირჯვარის გადაწერის წესია: ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ (აღნიშნული ქმედება იცავს გონებას ბოროტისაგან).
შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ ჯვრის სახით მტკივნეულ ადგილზე. შინაგანი სნეულების შემთხვევაში კი დილაობით ნახევარი ჩაის კოვზი დღეში ორ-სამჯერ. ზეთის გამოყენება შეიძლება გამზადებულ საჭმელში, უშუალოდ თეფშზე გადმოღების შემდეგ - ნახევარ ჩაის კოვზამდე მოსხმის სახით.
აღნიშნულ ზეთში რაიმეს მოხარშვა ან შეწვა დაუშვებელია, აგრეთვე დაუშვებელია ზეთის გამრავალება სხვა ზეთის დამატებით. შესაძლებელია ზეთის გაყოფა და მისი განაწილება ვისთვისაც გენებოთ.
P.S. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მონაზონ პარასკევას მცხეთის დედათა მონასტერში. მასთან ასევე ინახება გაბრიელ ბერის უხრწნელი სისხლი, რომელსაც ავადმყოფები ეამბორებიან.
წიგნიდან: „ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები“ (მადლიერი ერისგან), I-II ნაწილიგამოცემის ავტორი: ოთარ ნიკოლაიშვილი, თბილისი, 2002-2003 წ.