26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა! - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1787690128
ირაკლი ნადირაძე და მასთან ერთად მყოფი სხვა სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების სრული დაცვით, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციურისამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, არც ირაკლი ნადირაძეს და არც საკანში მასთან ერთად განთავსებულ რომელიმე პირს რაიმე სახის პრეტენზიით არ მიუმართავს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელის გამოყენებით გავრცელებულ მორიგ პროვოკაციულ და ცილისმწამებლურ განცხადებას მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციურისისტემის დისკრედიტაციას. სამსახური განმარტავს, რომ ირაკლი ნადირაძე და მასთან ერთად მყოფი სხვა სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტების სრული დაცვით. არც ირაკლი ნადირაძეს და არც საკანში მასთან ერთად განთავსებულ რომელიმე პირს რაიმე სახის პრეტენზიით არ მიუმართავს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის. ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს არანაირი შეზღუდვა ამ ეტაპზე დაწესებულების მხრიდან არ აქვს; ის სარგებლობს როგორც სატელეფონო საუბრის, ისე პაემნის უფლებით. შესაბამისად, შეუფერხებლად შეუძლია გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ სოციალურ მედიაში მსჯავრდებულ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის მეშვეობით სხვა დროსაც არაერთხელ გავრცელებულა ყალბი ინფორმაცია სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რაც თავისი და მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყო გამოყენებული. სპეციალური პენიტენციურისამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ამგვარი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და გაითვალისწინონ, რომ მსგავსი სახის განცხადებებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს უთანხმოება მსჯავრდებულებს შორის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.