ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ - ვის შეუძლია თანხის გატანა
1787688084
რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა ზაფხულში შექმნან თემა. ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია, - ასე აფასებს ლევან მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებულ ვიდეოს ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით რუსეთიდან უკონტროლო შემოდინებაა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს 2008 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ლარსის საზღვართან რუს ტურისტებს პირადად ხვდებოდა.
„ჩვეულებრივი ტურისტული სეზონია და არა მხოლოდ ერთი საზღვრიდან, არამედ საქართველოს ყველა საზღვრიდან - სახმელეთო იქნება, აეროპორტები თუ ა.შ. არის ჩვეულებრივი საქმიანი, ტურისტული პროცესი. განსაკუთრებული არაფერი ხდება. კონკრეტული სტატისტიკა სწორედ ამაზე მიუთითებს. არის ჩვეულებრივი კვეთა - ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც. რა თქმა უნდა, სასაზღვრო უწყებები სრული პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით ეკიდებიან საზღვარზე შემოსულ თითოეულ პიროვნებას. ვაი პოლიტიკოსებმა დაისაქმონ საკუთარი თავი, მით უმეტეს საკუთარ ბელადებს შეხედონ, რას აკეთებდნენ 2008 წლიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ფიანდაზებს უგებდნენ რუსებს და ასე უძღვებოდნენ საქართველოში, მაგრამ ახლა საზოგადოებაც ხედავს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.