1728420497
შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას შობას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას შობას ულოცავს.
“საქართველოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს და ყველას, ვინც ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვულოცავ მაცხოვრის შობას! განსაკუთრებულად, მინდა, შობის დღესასწაული მივულოცო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.
ქრისტეს შობით გამოწვეული სიხარული სუფევდეს თქვენს გულებში და ოჯახებში! ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და სიკეთით სავსე ცხოვრებას გისურვებთ!",- აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.