“საუკეთესო ქმარი და მამა…” - ნახეთ, რა სიურპრიზი გაუკეთა ნანუკა გუდავაძემ მეუღლეს

ბერა

23 დეკემბერს ბერა ივანიშვილი იუბილარი იყო. მეუღლემ, ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა მას ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცეს და სიურპრიზი გაუკეთეს.

"დაბადების დღის სიურპრიზი ჩვენგან საუკეთესო ქმარს და მამას" - წერს ნანუკა გუდავაძე.

შეგახსენებთ, 2023 წლის 20 მარტს მათ მეორე ვაჟი, დადუ ივანიშვილი შეეძინათ. თუკი წყვილი აქამდე სოციალურ ქსელში, მათ შორის, "ტიკ-ტოკზეც", აქტიურობით გამოირჩეოდა და ხშირად აზიარებდა როგორც ფოტოებს, ისე ვიდეოებს, ბოლო დროს ისინი პასიურად ყოფნას ამჯობინებდნენ. ცოტა ხნის წინ კი დაწერეს, რომ ისინი სოციალურ ქსელს უბრუნდებიან და ვიდეობსა და ფოტოებს გამომწერებს აქტიურად გაუზიარებენ. 

ნახეთ, კადრები: