„სათნო სახით მიყურებს ჭაღარა კაცი და მეკითხება: ვერ მიცანიო?!“ - ვის შეხვდა წმინდა მიწაზე თეა დარჩია

tea

სუხიშვილების მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში გოლგოთაზე მომხდარ ისტორიას იხსენებს.

„ზუსტად 6 წლის წინ ზუსტად ამ ადგილზე, გოლგოთაზე, მაცხოვრის ჯვარცმის ადგილას, ღამის თევის წირვაზე, რომელსაც მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ატარებდა, მე აღელვებული ვიდექი და ახალგაზრდა მამაკაცი სტიქარში მეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება და დღეს ისევ იმ ადგილას სადაც მაშინ, მოღიმარი სათნო სახით მიყურებს ჭაღარა კაცი და მეკითხება: ვერ მიცანიო?! მე შეწუხებულმა, უკაცრავად, მაგრამ ვერ თქო… მიყვება, რომ ექვსი წლის წინ ის სტიქაროსანი ბიჭია, რომელმაც თბილად მანუგეშა და რომ ის სრულიად მარტო ადამიანია ინტერნეტში გაზრდილი, მას ილია ჩვენმა პატრიარქმა დაარქვა და დამოძღვრა, რომ როცა ვინმე დაეხმარებოდა, მასაც ვინმესთვის დახმარება უნდა გაეწია… გადის დრო, იზრდება, გოლგოთაზე წირვის მერე იერუსალიმში რჩება, მუშაობს და აბსოლუტურად მარტო კაცი , თავის მძიმე შრომით გამომუშავებულ თანხას, სრულად უანგაროდ საქართველოში ობოლ ბავშვებს სწირავს.

ვერც კი ავხსნი სიტყვით ჩემს ემო იებს… მჩუქნის ათონის მთაზე მოღვაწეობისას მოპოვებულ ღვთისმშობლის ხატს და მპირდება, რომ ერთ წელიწადში, ზუსტად ამ დროს, 13 აპრილს ჩამოვა საქართველოში ვუტოვებ მოსახსენებელს , ყველასას ვინც გამახსენდა და ვემშვიდობები… მადლობა ღმერთს ამ საოცარი შეხვედრისთვის და ისტორიისთვის….“ წერს თეა დარჩია.