1732386875
"მანამდე რეპეტიცია იყო, ცხოვრებას ახლა ვიწყებ. უკვე ზუსტად ვიცი..." - რამდენი წლის გახდა თეა დარჩია
თეა დარჩია 52 წლის გახდა. როგორც მოცეკვავე "პრაიმტაიმთან" ამბობს, შინაგანი განწყობით ცხოვრებას ახლა იწყებს...
თეა დარჩია: მე რომ მკითხოთ, მანამდე რეპეტიცია იყო, ცხოვრებას ახლა ვიწყებ. უკვე ზუსტად ვიცი, რა, როგორ, რანაირად. ამ ასაკში საკუთარ თავთანაც შეგუებული ხარ, იცნობ მეტ-ნაკლებად, რისი გამკეთებელი ხარ.
მივხვდი, რომ პირველ რიგში ღმერთის ნებაა ყველაფერი და მეორე, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორ ნაბიჯებს გადადგამ.
მადლობა ღმერთს. როგორც და რანაირადაც აქამდე ვიყავი, იმის შედეგია ის, ვინც დღეს ვარ.
თეამ ფეისბუქზე რძლის, ელიჩკა ბარამიძის რეპეტიციის ვიდეო განათავსა. მოცეკვავე ჩვენთან საუბრისას ხუმრობს, სარეპეტიციო დარბაზი, ერთადერთი ადგილია, სადაც ელიჩკასთან "დედამთილობანას" თამაშობს.
"ჩემ რძალს ყველაზე მეტ შენიშვნას ვაძლევ. სიცილით კვდება, სასწაული გოგოა. სარეპეტიციო ერთადერთი ადგილია, სადაც "დედამთილობანას" ვეთამაშები. თან მეკუთვნის და თან დედამთილის "ობრაზში" ვარ, მხოლოდ იქ.
ელიჩკა "თედასის" გოგოებთან ერთად რეპეტიციობს. დამეგობრდნენ. გადასარევად ითვისებს ცეკვას. რომ არ მოსწონებოდა, მეორედ აღარ მოვიდოდა. ჭკვიანი თაობაა, გადასარევად იყენებენ შესაძლებლობებს" - ამბობს "პრაიმტაიმთან" დარჩია.