„სასიხარულო ენერგია შემომივიდა... დაიმახსოვრეთ, ეს ასე იქნება“ - ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება

ლელა კაკულია

ქართველი ნათელმხილველი ლელა კაკულია საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ახალ წინასწარმეტყველებას  ავრცელებს.

„ისეთი სასიხარულო ენერგია შემომივიდა, მიხარია. ე.ი. დადებითი ინფორმაცია მალე მექნება. ეს დადებითი უნდა იყოს ქართველებისთვის, საქართველოსთვის და არა სხვებისთვის. ამ არეულ პერიოდში, როცა მსოფლიო არეულია, საქართველოს დიდი დანაკარგი არ აქვს. საქართველო დემოკრატიული და ძლიერი ქვეყანაა, დაიმახსოვრეთ, ეს ასე იქნება. მიყვარხართ ჩემო ქართველებო, ნუ გეშინიათ ნურაფრის, ყველაფერი დარეგულირდება და თავის ადგილზე ჩადგება“, - ამბობს ვიდეომიმართვაში ლელა კაკულია, რომელიც 8 სექტემბრით თარიღდება.