„სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს...“ - ვინ არის ბორჯომში ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა

ლუკა

ბორჯომში, ავარიის დროს დაღუპული 17 წლის მოზარდი ბორჯომის მე-3 სკო­ლის მოსწავლე, ლუკა ლეკიაშვილია.

„საშინელება ტრიალებს. ლუკას დე­დაც ამავე სკო­ლის მას­წვა­ლე­ბე­ლია, ინგლისურს ას­წავ­ლის. ბოლო ზარი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, ავტომობილის კოლონა მწვანე მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხაშურისკენ მი­დი­ოდა, სა­დაც რესტო­რან­ში უნდა ექეიფათ“, - ამ­ბო­ბენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი ბორ­ჯო­მე­ლე­ბი.

ბორჯომთან ახლოს, მწვანე მონასტრის ტერიტორიასთან, ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. არის მსხვერპლი. ისინი დღეს „ბოლო ზარს“ აღნიშნავდნენ.

მანქანაში 4 მოსწავლე იმყოფებოდა, ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი 3 კი, ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა „კურიერს" განუცხადა, ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა მათთან მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.