„როგორი უბედური დაბადების დღე გითენდება, ბექუშ“ - ოჯახის ინფორმაციით, პოლონეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს

ბრწ

ზუგდიდში, ინგირის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 22 წლის ახალგაზრდა, ბექა ტაბაღუა პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქემ ის სავარაუდოდ დანით დაჭრა და მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

„როგორი უბედური 22-ე დაბადების დღე გითენდება ბექუშ! ვიღაც უსისხლო „ნაბიჭვრის“ მიერ გაყრილმა დანამ შეიწირა შენი ენთუზიაზმით სავსე სიცოცხლე, ძმაო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქის მიერ დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და სიცოცხლეშივე, ადამიანობით და ღირსეული ცხოვრებით დაფასებული ჩვენი პანტე.

უფალს ებარებოდე ძმაო!" - წერს ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი.

ახალგაზრდას ზუგდიდში ავადმყოფი მშობლები ჰყავს. ის რამდენიმე თვის წინ სამუშაოდ პოლონეთში წავიდა.

ასევე უცნობია ოჯახისთვის, როდის გადმოასვენებენ ცხედარს, პოლონეთიდან. უბედური შემთხვევის შესახებ ოჯახმა რამდენიმე საათის წინ გაიგო, მკვლელობა კი 4 დღის წინ მოხდა.

 

ავტორი: თეა შონია