VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ბორჯომთან ახლოს, მწვანე მონასტრის ტერიტორიასთან, ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. არის მსხვერპლი. ისინი დღეს „ბოლო ზარს" აღნიშნავდნენ.
მანქანაში 4 მოსწავლე იმყოფებოდა, ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი 3 კი, ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში გადაჰყავთ.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა „კურიერს" განუცხადა, ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა მათთან მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.