რას ამბობს თვითმხილველი ბორჯომში დატრიალებულ ტრაგედიაზე და როგორია დაშავებულების მდგომარეობა

ლენტი

ბორჯომში, მწვანე მონასტერთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული სამი ახალგაზრდა ბორჯომის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შემთხვევის ადგილიდან სამი ახალგაზრდა შემოიყვანეს. მათგან ერთი გოგოა, ორი ბიჭი. სამივეს საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ბიჭებს სხეულის ზედაპირული დაზიანებები აქვთ, ნაკაწრები და ექსკორიაციები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგოს აქვს მარჯვენა ლავიწის მოტეხილობა და იგეგმება ოპერაცია. სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე საათში ბიჭებს გავწერთ“,–ამბობს ექიმი.

თავდაპირველი ინფორმაციით ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.

თვითმხილველები ჰყვებიან რომ, საპირისპიროდ მიმავალი ორი ავტომობილიდან ერთ–ერთმა, საავარიო ვითარების თავიდან ასაცილებლად გვერდით გადაუხვია, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მანქანაში ოთხი ახალგაზრდა იჯდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 20 მაისს მოხდა. შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე